The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ბარამია

ნუგზარ ბარამია
Date of birth:9 June, 1942  (84 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

სწავლობდა ა. ბოგომოლეცის სახელობის კიევის სამედიცინო ინსტიტუტში.

1972 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო ექსპერიმენტულ ქირურგიაში უკრაინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ 1983 წელს ამ დაწესებულების უფროს მეცნიერ თანამშრომლად გადაიყვანეს; 1985-2012წწ. ტრამვატოლოგიის კლინიკას ხელმძღვანელობდა. იგი ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა თურქეთში, ინდოეთში, ირანსა და პაკისტანში. მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარებოდა და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდა. არჩეულია უკრაინის სამედიცინო აკადემიის პროფესორად. დაახლოებით 5000-მდე ოპერაცია და 100 000- მდე მადლიერი პაციენტი, მედიცინის დარგში დაცული საკანდიდატო დისერტაცია, კიევის ტრავმატოლოგიის კლინიკაში მომზადებული 100-ზე მეტი ქართველი მედიკოს-სპეციალისტი, სტუდენტებისთვის გამოცემული 2 სახელმძღვანელო, 42 რაციონალიზატორული წინადადება, 4 გამოგონება და 300-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. არის უკრაინის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ქირურგიის კათედრის პროფესორი. დაჯილდოებულია უკრაინის "ოქროს ფორტუნის" პრემიით (2000),  "დამსახურებისათვის მე-3 ხარისხის" ორდენით (2002), უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2 საპატიო სიგელით, "თავად იაროსლავ ბრძენის" ორდენით (2007). 2006 წელს მისი სახელი "უკრაინის გავლენიანი ადამიანების" წიგნში შეიტანეს.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.132-133

Member of Organizations

  • ქირურგიისა და ტრანსლანტოლოგიის უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 2018 - კიევის საპატიო მოქალაქე
  • 1994 - უკრაინის დამსახურებული ექიმი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

Share: