| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე კვერღელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2014 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 2016 წელს; 2017 წელს გაიარა ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია - Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG). 2018 წელს გაიარა მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და სამართლიანი სასამართლოს უფლება; 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2014-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი /მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2018-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2020-2022წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე; 2022-2023წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე. 2024 წლის დეკემბრიდან - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; გურჯაანის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

