| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ცაავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ.სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტი. 1965 წლიდან ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა დოცენტის წოდება. მოღვაწეობდა ყაზანისა და ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრებში. 42 წელი იმუშავა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ფიზიკის კათედრის პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2004 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. მის მეცნიერულ კვლევებთანაა დაკავშირებული თერმულ-მექანიკური ეფექტის აღმოჩენა, სპეციფიკური კვანტური მოვლენების ექსპერიმენტული გამოკვლევის სრულიად ახალი მიმართულებების შექმნა, დრეკადი ტალღის გავრცელების კანონი. მონაწილეა მრავალი სამეცნიერო კონფერენციისა მოსკოვში, თბილისში, ლენინგრადში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. მისი კვლევის ძირითადი საკითხები არა მარტო საბჭოთა, არამედ უცხოელ მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოხვდა. მისი შრომები გამოქვეყნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამოხმაურებას პოულობს საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში, სადაც მას იწვევდნენ საერთაშორისო კონფერენციებზე. პოლონეთში (ვარშავაში) დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა. ის ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მაღალმეცნიერულ დონეზე კითხულობდა ლექციების კურსს "ზოგად ფიზიკაში", სპეციალურ კურსებს "კვანტურ ჰიდროდინამიკასა" და "ზეგამტარობის თეორიაში". მის მიერ დასაბუთებული ორკომპონენტიან მოდელში ჩადებული იდეები დღეს ბირთვულ ფიზიკაში გამოიყენება და ანალოგი არ მოეპოვება. ეს კი მის ავტორს ფიზიკის მკვლევართა შორის საპატიო ადგილს უმკვიდრებს. 1994-2007წწ. იყო სენაკის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი. 1996 წელს აირჩიეს ეგრისის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად. სამეცნიერო ასპარეზზე ბატონ ჯემალს კონიაკისა და სუფრის ღვინოების დამზადების ახალი მეთოდების შემუშაობებისათვის საავტორო მოწმობები აქვს მიღებული. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.141 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

