The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან ხურცილავა

მურმან ხურცილავა
Date of birth:1935
Date of death:2015  (at 80 years)
Category:Educator, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

სწავლობდა ქუთაისის ავტოსამშენებლო ტექნიკუმში.

ეზიარა ქორეოგრაფიის ხელოვნებას. ქუთაისის ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი, პარალელურად თავადაც ასწავლიდა ცეკვას ავტოქარხნის კლუბსა და მე-4 პროფტექსასწავლებელში. ხალხური ხელოვნების სიყვარულმა ის თბილისის ქორეოგრაფიის სასწავლებელში მიიყვანა. საგულისხმოა, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჯანო ბაგრატიონთან ერთად ხელმძღვანელობდა ცხაკაიას რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. 1964 წელს მოსკოვს მიაშურა და საბჭოთა კავშირის ცეკვის აკადემიურ ანსამბლში იგორ მოისეევის ხელმძღვანელობით იმაღლებდა კვალიფიკაციას. სამშობლოში დაბრუნებულმა ხალიჩების კომბინატთან ჩამოაყალიბა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, ლენინგრადში, კიევში, კუიბიშევსა და მორდეეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობდა და ლაურეატობაც არაერთხელ დაუმსახურებია. სხვადასხვა დროს სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს ხელმძღვანელობდა. 1973 წელს სენაკში მისი ინიციატივით შეიქმნა ქორეოგრაფიის სტუდია, პარალელურად სენაკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლშიც მუშაობდა, დგამდა ცეცხლოვან ცეკვებს. სენაკის მეორე სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბა ანსამბლი "ჩხორია". იყო რესპუბლიკის განათლების წარჩინებულ მუშაკი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.142-143

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: