The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი რამიშვილი

გივი რამიშვილი
დაბადების თარიღი:1939  (87 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, ვეტერინარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი ექიმი-ვეტერინარის კვალიფიკაციით 1966 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს  და დოქტურანტურა 1984 წელს.

1966 წლიდან მუშაობს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში: 1966-1984წწ. ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1984 წლიდან ანატომია-ფიზიოლოგიის კათედრის გამგე; გამოქვეყნებული აქვს 72-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის. არის დაცვის საკორდინაციო საბჭოს წევრი და ინსტიტუტის სამეცნიერო საატესტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1984). პროფესორი.

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.46

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: