The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა გეგენავა

ვაჟა გეგენავა
დაბადების თარიღი:1933  (93 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1957 წლიდან მუშაობდა სენაკის საავადმყოფოში პათანატომის თანამდებობაზე; სხვადასხბეა დროს რაისავადმყოფოში ჯერ ქირურგ ორდინატორად, შემდგომ ქირურგიული განყოფილების გამგედ. 2000 წელს პარალელურად ინიშნება სამეგრელოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტის ექსპერტიზის კომისიის თავმჯდომარედ. 60 წელი იმსახურა სამედიცინო დარგმი. წარმატებული გამოდგა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მივლინებები თბილისში-სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე და ჩატარებული არაერთი ოპერაციები. 1966 წელს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს ექიმთა საატესტაციო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის ქირურგის წოდება.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.144-145

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - მედალი "დამსახურებული მედიკოსი"
  • 1969 - სამკერდე ნიშანი "სამედიცინო სამსახურის წარჩინებული"
  • ღირსების ორდენი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: