The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციური ხორავა

ციური ხორავა
Date of birth:1937  (89 years)
Category:Librarian, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტი ბიბლიოთეკადმცოდნეობა-ბიბლიოგრაფის სპეციალობით.

1958 წლის მაისში ცხაკაიას (სენაკის) კულტურის განყოფილების კინოქსელში დაიწყო მუშაობა; 1959 წელს საქართველოს კპ ცხაკაიას რაიკომში გადაიყვანეს სტატისტიკოსად; 1961 წელს საბავშვო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო დარბაზის, შემდეგ კი საქალაქო ბიბლიოთეკის, ცსსის მეთოდურ-ორგანიზაციული განყოფილების გამგედ დაინიშნა; აქტიურად მონაწილეობდა რაიონულ ღონისძიებებში, აწყობდა ლიტერატურულ და თემატურ საღამოებს, შეხვედრებს მოწინავე და ღირსეულ ადამიანებთან; განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდობის წიგნით დაინტერესებას; 1972 წელს იგი საქალაქო საბჭოს დეპუტადად აირჩიეს; კულტურის დარგში ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საბიბლიოთეკო საქმეში განსაკუთრებული წელილისათვის 1985 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის მადლობა გამოეცხადა; 2002-2003წწ. საბიბლიოთეკო კვირეულში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრომ ის ცნო გამარჯვებულად ნომინაციაში – "საუკეთესო ბიბლიოთეკარი". სენაკის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.173-175

Awards and Honors

  • 2015 - სენაკის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს რესპუბლიკის "საპატიო ბიბლიოთეკარი"

Share: