| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დაზმირ ჯოჯუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. 1973 წელს ფოთის ბავშვთა საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ რუსთავის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს, 1976 წელს კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში უფროს ინსპექტორად დანიშნეს, მერე დედათა და ბავშვთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1983 წელს თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს დედათა და ბავშვთა დაცვის დარგში. ექვსი წლის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დაცვის სამმართველოს უფროსად დააწინაურეს, საქართველოსთვის მძიმე პერიოდში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სოციალური საკითხების განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს და წამყვანი სახელმწიფო მრჩეველის წოდება მიენიჭა. იმავე წელს, მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2004 წლამდე იმუშავა. მუშაობს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ. 187-189 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

