| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ოზიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გაიარა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორთა მოსამზადებელი კურსი 2010 წელს; 2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2011 წელს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა - ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია). 2012 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2016 წელს - ტრენინგი - საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ადვოკატირება - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ასოციაცია უფლებები ჯანმრთელობაზე; 2017 წელს - ტრენინგი - დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპული სტანდარტები - ევროკავშირი, ევროსაბჭო (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი თანამშრომლობის ფორმატი); 2017 წელს - ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში - USAID, PROLOG, EU4justice, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საქართველოს უზენაესი სასამართლო; 2017 წელს - ტრენინგი - გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვისა და საკუთრების უფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები - USAID, PROLOG, EU4justice; 2017 წელს - ტრენინგი - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი - საჯარო სამსახურის ბიურო; 2017 წელს - საინფორმაციო შეხვედრა - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები - GIZ, იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 2017 წელს - ტრენინგი - საქმეთა ნაკადის მართვა - იუსტიციის უმაღლესი სკოლა; 2017 წელს - ტრენინგი - ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები - იუსტიციის უმაღლესი სკოლა; 2018 წელს - ტრენინგი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - იუსტიციის უმაღლესი სკოლა; 2018 წელს - ტრენინგი - კონკურენციის სამართალი - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; 2018 წელს - ტრენინგი - კონკურენციის სამართალი (სამ ეტაპად) ევროკავშირის პროექტი - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა, საქართველოს კონკურენციის სააგენტო; 2018 წელს - ტრენინგი (სემინარი) - ეფექტური ლიდერობა და მართვა - ევროპის ბიზნეს სკოლა; 2018 წელს - სასწავლო კურსი - ზოგადი მენეჯმენტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2019 წელს - ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია -USAID, PROLOG, EU4justice; 2019 წელს - ტრენინგი (სემინარი) - სახელმწიფო პასუხისმგებლობა - IRZ (გერმანიის საერტაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი); 2020 წელი - ტრენინგი - საგადასახადო სამართლის რიგი საკითხები EU4justice, საქართველოს უზენაესი სასამართლო; 2021 წელი - სასწავლო კურსი - საკონსტიტუციო სამართალი - ტრენინგ ცენტრი სამართლის აკადემია; 2021 წელის - სასწავლო კურსი - ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია; 2023 წელი - სასწავლო კურსი - სანოტარო სამართლის კურსი - შპს საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა; 2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია); 2023-2024წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2009-2010წწ. - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული განყოფილების სტაჟიორი; 2010 წელს - არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის და იურიდიული დახმარების პროექტის სტაჟიორი; 2010-2011წწ. - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორი; 2011-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამათლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი; 2012 წელს - მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში; 2012-2023წწ. - მოსამართლის თანაშემწე/მოსამართლის მწერალი თანაშემწე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. 2024 წლის დეკემბრიდან - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ზესტაფონის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

