| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სიმონიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ცეკვის ხელოვნებას ეზიარა პლეხანოვის სახელობის კლუბში მ. ბახტაძის ხელმძღვანელობით. 1941 წელს იგი მოცეკვავე-მსახიობად მიიღეს ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მ. თარხნიშვილის ხელმძღვანელობით. 1943 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ქორეოგრაფ ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. 1948 წლიდან სიმონიშვილი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავეა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 1953 წელს ბუქარესტში ჩატარებულ მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალში, სადაც ლაურეატის წოდება მიანიჭეს. 1958-1961 წლებში სიმონიშვილი მუშაობდა სოლისტ-მოცეკვავედ საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ანსამბლში, ხოლო 1961 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე-მსახიობია. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.250 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

