| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ორხვი, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის სპეციალობით 1985 წელს; თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნე-იურისტის კვალიფიკაციით 2004 წელს. 1974-1976წწ. მსახურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში; 1981 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1981-1982წწ. მუშაობდა ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელის საშუალო სკოლისა და ცაგერის პროფტექნიკური სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1982-1988წწ. საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის მეთოდისტად, განყოფილების გამგედ; 1988-1990წწ. განათლების სამინისტროს რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრში ახალგაზრდა მეცნიერებთან და ასპირანტებთან მუშაობის განყოფილების უფროსად; 1990 წლიდან თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელი და პედაგოგიკის კათედრის დოცენტია; 1991-2004წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დოცენტად, კათედრის გამგედ, სასწავლო ნაწილის უფროსად (დეკანად); მინიჭებული აქვს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდება; 2000 წლიდან მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში - სეუ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტებში; 2005–2025წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2025 წლიდან პროფესორად; მისი მეცნიერული და პედაგოგიური ინტერსების სფერო მოიცავს უმაღლესი სკოლის პედაგოგიკას, პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიას, ქრისტიანულ პედაგოგიკას, ბიზნესის ეთიკას, ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმეტს და პერსონალის ქოუჩინგს; გამოქვეყნებული აქვს 80 მეცნიერული შრომა, მათ შორის 5 სახელმძღვანელო და 4 მონოგრაფია; არის უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ექსპერტი; გავლილი აქვს სასწავლო კურსები და ტრენინგები; მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე; 2018 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალის "საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მოამბე" - მთავარი რედაქტორი; 2008 წლიდან - საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული ჟურნალის "ცხოვრება და კანონი" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2009 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო შრომების სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2018 წლიდან - საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის "ერუდიტი", უმაღლესი სასწავლებელი "განათლების აკადემია" - სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრი; 2018 წლიდან - საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის "უნიჯეო" - სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრი. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი. მიღებული აქვს საქარტველოს პრეზიდენტის მადლობა და საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის მედალი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1986). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროფესიულ-ტექნიკური განათლება საქართველოში", დაიცვა 1986 წელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

