The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ტეხოვი

პეტრე ტეხოვი
Date of birth:2 March, 1940  (86 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ქერი, ცხინვალის რაიონი. 

ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1960 წელის მოცეკვავე-მსახიობად დაიწყო მუშაობა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "სიმდში". იგი ინტენსიურად იყო დაკავებული ანსამბლის რეპერტუარში. მის მიერ შესრულებული პარტიებიდან გამოირჩევა მეუღლეთან - ზ. კოტაევასთან ერთად შესრულებული "ნარნარი", რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა წყვილს. 1971 წელს პ. ტეხოვი მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სკკპ XXV- ე ყრილობისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში კრემლში. კოლექტივთან ერთად წარმატებით გამოდიოდა სამხრეთ ოსეთის ა/ო კულტურის დღეებზე თბილისში. ტეხოვების დუეტმა დიდი მოწონება დაიმსახურა 1981 წელს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო საღამოზე. 1982 წელს მოსკოვში, სახალხო მეურნეობის საკავშირო გამოფენაზე გამართულ საზეიმო კოცერტზე დიდი წარმატება ხვდა წილად ტეხოვების ოჯახის (მეუღლე - კლარა კოტაევა და ორი შვილი) მიერ დიდებულად შესრულებულ "ნარნარს". იგი დაჯილდოებულია სამხრეთ ოსეთის ა/ო საპატიო სიგელით, სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მედლითა და დიპლომით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.255-256

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (მედალი და სიგელი)

Share: