The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ვარაზაშვილი

დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1982  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2009 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის ტესტური გამოცდა; 2009-2023წწ. გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული არაერთი პროფესიული ტრენინგი და სემინარი (სისხლის სამართის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება/კულტურა, სამართლებრივი მართლწერა, საქმეთა ნაკადის მართვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და სხვა). 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004-2005წწ. გაიარა სტაჟირება ქ. თბილისის პროკურატურაში; 2006-2007წწ. - გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებელი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო); 2008-2009წწ. - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია); 2009 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორი; 2009 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის სპეციალისტი; 2009-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე ; 2022-2023წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე. 2024 წლის დეკემბრიდან - საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: