The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ფირცხალაიშვილი

მამია ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 2010  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია 1941 წელს.

დიდი სამამულო ომის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა მხატვრული ბრიგადების შემადგენლობაში, გამოდიოდა სსრკ არმიის ნაწილებსა და ჰოსპიტლებში.  1945-1953 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავე. 1949 წელს რუმინეთში ანსამბლის ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, წამყვანი სოლისტები, მათ შორის მამია ფირცხალაიშვილი დაჯილდოვდა რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის "ვარსკვლავის" ორდენით. 1953-1957 წლებში იგი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავეა. 1955 წელს მონაწილეობა მიიღო ვარშავაში სტუდენტტთა და ახალგაზრდობის V მსოფლიო ფესტივალზე, სადაც ეროვნული ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსში გამარჯვებისათვის ოქროს მედალი და ფესტივალის ლაურეატის მაღალი წოდება დაიმსახურა. 1957-1965 წლებში მ. ფირცხალაიშვილი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის მსახიობია. 1958 წელს თეატრთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში. დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. 

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.261-262

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ღირსების მედალი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: