| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო მამისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო დაამთავრა თბილისის ქართული საკრედიტო ბანკის გიმნაზია 1923 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიურ ფაკულტეტი 1928 წელს. სტუდენტობიდანვე, 1925 წლიდან დაიწყო მუშაობა ამიერკავკასიის რკინიგზის ნავთობსადენის სამმართველოში საანგარიშო კანტორის უფროსად. 1929-1930 წლებში მუშაობდა კოლმეურნეთა კავშირის მთავარ ორგანიზატორად, 1930 წლიდან ანგარიშმცოდნეობის უმაღლეს კურსებზე საფინანსო მეცნიერებისა და ბუღალტურული აღრიცხვის მიმართულებით. ამავე დროს იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1940 წლიდან საკავშირო დაუსწრებელი საფინანსო ინსტიტუტის თბილისის ფილიალში კითხულობდა ლექციებს ბუღალტრულ აღრიცხვაში, აგრეთვე, სტატისტიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალში. ავტორია მრავალი სამეცნიერო გამოკვლევისა და სახელმძღვანელოსი. 1936 წლიდან გამოსცემდა ლიტერატურას ბუღალტრულ აღრიცხვაში. კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.26; kvira.ge; მოგონებები ქართველი და უცხოელი მეცნიერების შესახებ : სიტყვა წარმოთქმული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის ლეო მამისაშვილის დაკრძალვის დღეს / ვასილ ჩანტლაძე.,-თბ.,2015.-გვ.120-121 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

