| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანე გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთის რაიონი. სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში ჩამოვიდა. თეატრალურ ინსტიტუტში წარმატებულად ჩაბარებული მისაღები გამოცდების შემდეგ მოხვდა აკაკი ხორავას კლასში. თუმცა, ერთი წლის შემდეგ მიატოვა თეატრალური ინსტიტუტი და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. მუშაობდა კასპისა და გორის რაიონულ პოლიკლინიკებში, ხოლო 1964 წელს, ქ. გორის საქალაქო სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ამოქმედების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ორთოპედიულ განყოფილებას. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.10-13
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

