| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარი წერეთელი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა, ჟურნალისტიკის ისტორია 1984 წელს. 1978-1992 წ.წ. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში (შემდგომში დეპარტამენტში). იყო უმცროსი რედაქტორი, რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი; იყო გადაცემათა ავტორი, რედაქტორი და წამყვანი ცნობილი რადიოპროგრამებისა: "შეგვეხმიანეთ", "შეხვედრა მწერალთან", "მაცნე", "დროება" და სხვ.; მისი ავტორობით მომზადდა არაერთი რადიო და სატელევიზიო გადაცემა, მათ შორის ვ. ბარნოვის, გ. შატბერაშვილის, ლ. გოთუას, ლ. გუდიაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის და სხვათა შემოქმედებითი პორტრეტები; 1993 წლიდან მუშაობდა გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის სწავლულ მდივნად; 1995-2006წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1997წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ჟურნალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1996-2005წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის დოცენტი; 2008 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები ქართულ და უცხოურ სამეცნიერო გამოცემებსა და პრესაში. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.180; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; თსუ-ის გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" : newspaper.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

