| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დუკა რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკური კულტურის განყოფილება. 1949 წელს წვრთნიდა ქუთაისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდს; 1949-1962წწ. მუშაობდა თბილისის "ლოკომოტივში". 1962 წელს სათავეში ჩაუდგა ქუთაისის "ტორპედოს", როცა ეს გუნდი პირველად მონაწილეობდა უმაღლეს ლიგაში; სხვადასხვა პერიოდში ავარჯიშებდა ბათუმის "დინამოს", ხელმძღვანელობდა გორის "დილას"; 1954-1957წწ. აღმზრდელ-მწვრთნელად მუშაობდა 35-ე სპორტულ სკოლაში. ვახტანგ რამიშვილმა დიდი ამაგი დასდო თბილისის "შევარდენს" ნორჩ ფეხბურთელთა სპეციალიზებული სკოლის ჩამოყალიბებაში, რომლის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი თავად იყო. საკავშირო კატეგორიის მსაჯი. წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.97 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

