| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე თედელური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გორიჯვარი, გორის რაიონი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვში, ქიმიის სასწავლებელში, ასევე სწავლობდა ქ. რიაზანის სარკინიგზო სასწავლებელში. მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა იმ საომარ მოქმედებაში, რომელსაც აწარმოებდა ყოფილი საბჭოთა კავშირი: ფინეთში, პოლონეთში, გერმანიაში და ა.შ. მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები, მედლები და უმაღლესი მთავარსარდალის მადლობები. იყო ახალაგზრდული კომკავშირული ორგანიზაციის წევრი 1939 წლიდან, ხოლო კომუნისტური პარტიის წევრი 1947 წლიდან. ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს და შეუდგა აქტიურ შრომით საქმიანობას სხვადასხვა უბანზე: მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (ინსტრუქტორი); აგროტექნიკუმში (ლექციებს კითხულობდა აგროქიმიაში); შპალსაჟღენთ ქარხანაში (ცვლის უფროსი); მანქანა-ტრაქტორთა სადგურში ("მტს") გამგედ და სხვა. წერდა ლექსებს, ეხერხებოდა ხატვა, აფორმებდა მეგობრულ შარჟებს, უკრავდა მანდოლინაზე და მღეროდა. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.21-23
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

