| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ლაცაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო საწარმოთა ელექტროფიკაციის სპეციალობით 1956 წელს. ათი წლის განმავლობაში მუშაობდა გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში ("ნიიავტომატპრომი") ინჟინრად. იყო რაციონალური წინადადებების, გამოგონებების, წარმოებაში დანერგილი სიახლეებიის ავტორი, რამაც მოუტანა საკავშირო აღიარება, სიგელები, დიპლომები, მადლობები, პრემიები და ა.შ.; გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში ("ნიიავტომატპრომში") მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: ლაბორანტი, ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის უფროსი, განყოფილების გამგე; ქ. კრასნოდარის მზესუმზირის ზეთის ქარხანაში - ინჟინერ-ტექნოლოგი; კითხულობდა ლექციებს "სამრეწველო ობიექტების ელექტროფიკაცია", საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალში; იყო გორის ე.წ. "ზუსტი ხელსაწყოების" ქარხნის მთავარი ინჟინერი; საქართველოს "საქმთავარენერგოს" გორის ფილიალის მთავარი ინჟინერი და სხვა. გავლილი ჰქონდა სპეციალური სწავლების კურსი მოსკოვში, ელექტროფიკაციისა და ენერგეტიკის სამინისტროში, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ წარმოების დირექტორებისა და მთავარი ინჟინრებისათვის. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.25-27
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

