| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უშანგი მეყანწიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბრეძა, ქარელის რაიონი. დაამთავრა ქ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ქარელში, პიონერთა სახლის დირექტორად, შემდგომ იყო ქარელის რაიკომის ინსტრუქტორი. წლების მანძილზე მუშაობდა რაიონული აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, იყო რაიონული გამგებლის პირველი მოადგილე. ამავე პერიოდში, პარალელურად, აქტიურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ქარელის დემოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი და მისი უცვლელი თავმჯდომარე. ამ საზოგადოების მოქმედების პერიოდში, საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს წლებში, უამრავი მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება განხორციელდა, როგორც სასურსათო პროდუქტით, ასევე ფინანსური კუთხითაც, რაც მრავალშვილიანი ოჯახის წევრების სწავლის საფასურის გადახდაში გამოიხატებოდა. მისი ყოველდღიური ცხოვრება განისაზღვრებოდა რაიონისათვის საჭირო ახალი პროექტების შექმნაში, რასაც მოწმობს მის მიერ დატოვებული მრავალი წერილი და სტატია სხვადასხვა სფეროს განვითარების შესახებ. მისი ხელშეწყობით არაერთ ახალაგზრდას დაუფინანსდა სწავლის საფასური. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.28-29
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

