| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა რამიშვილი-ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენიდა და ლიტერატურის ფაკულტეტი; თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1960 წელს. 1960 წლიდან თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკია. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1977 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში უცხო ენების კათედრის გამგედ. არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.105
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

