| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე შადური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი. ცეკვავდა ჩრდილოეთ ოსეთის ხალხური ცეკვის ანსამბლში , რომელსაც იმ დროს ცნობილი შემსრულებელი გ. გავაშელი ხელმძღვანელობდა. ჩრდილოეთ ოსეთის გარდა ანსამბლი ხშირ კონცერტებს მართავდა რუსეთის კულტურული და სამრეწველო ცენტრების სცენებზე. 1939 წელს ა. შადური ორჯონიკიძიდან თბილისში გადავიდა და მუშაობა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში დაიწყო. 1941 წელს ომის დაწყებისთანავე იგი ომში გაიწვიეს. 1943 წელს ფრონტზე მძიმე ჭრილობების გამო არმიიდან დემობილიზებული თბილისში დაბრუნდა. 1945 წელს ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის ახლადჩამოყალიბებულ ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ჩაირიცხა. მოცეკვავე ღირსეულ პარტნიორობას უწევდა ნ. რამიშვილის. 1948 წლიდან შადური საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში გადავიდა სამუშაოდ. 1952 წლიდან 1954 წლამდე ქორეოგრაფად მუშაობდა ყაზბეგში, დუშეთში, თელავსა და რესპუბლიკის სხვა რაიონებში. 1954 წლიდან კვლავ დაუბრუნდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლს, შემდეგ კი გარდავცალებამდე მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლში მოცეკვავედ. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.274-275
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

