| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა მარი![]()
Biographyალექსანდრა მარი მთელი თავისი მრავალმხრივი ცოდნით ეხმარებოდა მეუღლეს, ნიკო მარს სამწერლო-სამეცნიერო მუშაობაში, რითაც საკმაო წვლილი შეიტანა ქართულ-სომხური კულტურის განვითარების და შესწავლის საქმეში. უშუალოდ მონაწილეობდა ქ. ანისის გათხრებსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ექსპედიციაში, დასთან მარიამთან ერთად, შეადგინა თავისი ქმრის ნ. მარის, აკად. ვ. ბარტოლდის და სხვათა შრომების მრავალმხრივი საძიებლები, მათი მრავალტომეულ გამოცემათა მასალები სისტემაში მოიყვანა, ეხმარებოდა ნიკო მარის ლექსიკონებზე მუშაობაში: ფურცლებზე გადატანა დავით ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონის მასალა, მონაწილეობდა აფხაზურ-რუსული ლექსიკონის შედგენაში და ნიკო მარის აფხაზური ენისა და აფხაზეთის ისტორიის შესახებ 25 ნაშრომის ერთ ტომად გამოცემაში, ნიკო მართან ერთად მოიარა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონი, აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზი მეცნიერ-მუშაკების აღზრდასა და აფხაზეთის სამეცნიერო კერათა შექმნაში, მონაწილეობდა ქმრისა და შვილის ნაშრომთა გამოცემაში და სხვ., მეცნიერ - მუშაკი, აკადემიკოს ნიკო მარის მეუღლე, დედა პროფესორ იური მარის დედა; ცნობილი ირანისტის ვალენტინ ჟუკოვსკის, მედიცინის დოქტორის ივანე ჟუკოვსკის და აკადემიკოს ვ. ვ. ბარტოლდის მეუღლის და. გარდაიცვალა 1941 წლის იანვარში ლენინგრადში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.37-38
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

