The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ქურიძე

რევაზ ქურიძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 2017  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო,თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1975 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ფიზიკის, ბიოფიზიკისა და ინფორმატიკის კათედრაზე. იყო მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონგრესის აქტიური მონაწილე ფიზიკის (ზოგადად) და სამედიცინო ფიზიკის დარგში. ოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.37-38


გააზიარე: