| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ მარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლუიჟე, შოტლანდია. წარმოშობით შოტლანდიელმა იაკობ მარმა, როგორც უმცროსმა შვილმა, დიდ ბრიტანეთში არსებული სამემკვიდრეო წესით (მაიორატის სისტემით), მამისაგან კუთვნილი მემკვიდრეობის წილი ფულის სახით მიიღო და საქართველოსკენ გამოსწია ბედის საძიებლად, რადგან იმ დროს, რუსეთის მეფის ალექსანდრე I-ის მიერ 1821 წლის ნოემბრის 15 გამოცემული კანონით, საქართველოში ყველა მოვაჭრე რუსსა და უცხოელს პირველი გილდიის ვაჭრის უფლება ენიჭებოდა, ყოველგვარი გადასახადისაგან 10 წლით თავისუფლდებოდა და სხვა შეღავათიც ეძლეოდა. იაკობ მარი თავისი ცოლ-შვილით (მეუღლე ესპანელი ფაგუნდა ანტონიო, ქალიშვილი ფაბრი და ვაჟი ივანე) 1822 წელს საქართველოში ჩამოვიდა და თავიდან თბილისში გააგრძელა კომერციული საქმიანობა, სადაც ადგილობრივი ვაჭრები დაუპირისპირდნენ და ქალაქის ხელისუფლება მის წინააღმდეგ აამხედრეს. იაკობ მარი განათლებით აგრონომი იყო, მან გურიის მთავარს მამია გურიელს სთხოვა, გურიის სამთავროში ცხოვრების ნება მიეცა. მამია გურიელმა მას მიწა გამოუყო და ყმებიც მისცა. მამია გურიელის ნებართვით, იაკობ მარი აღმოსავლეთ გურიაში, სოფელ ბუკისციხეში დასახლდა, მდინარე სუფსის ნაპირზე გააშენა მშვენიერი ბაღი, მამია გურიელს ოზურგეთში გაუშენა ასეთივე ბაღი, 1842 წელს მდინარე რიონის ნაპირზე დააარსა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და გააშენა იშვიათი მცენარეულობის "ფერმის ბაღი". იაკობ მარმა პირველმა შემოიტანა საქართველოში ჩაის თესლი, ინდიგო და ციტრუსოვან მცენარეთა ჯიშები (შემდეგ დასავლეთ საქართველოდან ციტრუსები საკავშირო ბაზარზე გავიდა). ირანიდან (სპარსეთიდან) შემოიტანა ბამბის თესლი, იტალიიდან იტალიური აბრეშუმის ჭიის თესლი, ყირიმიდან ვაზის ჯიშები. მთავარმართებელს სთხოვა სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. იაკობ მარი ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი აგრონომი, სოფლის მოსახლეობას შორის ძვირფასი და სასარგებლო მცენარეების სამეურნეო ჯიშების გამავრცელებელი. ნიკო მარის მამა. აგრონომი, ჩაის თესლის, ინდიგოს და ციტრუსოვან მცენარეთა ჯიშების პირველი გამავრცელებელი საქართველოში, ქუთაისში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დამაარსებელი და "ფერმის ბაღის" გამშენებელი. აგრონომი, მეწარმე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.38
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

