| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლარა რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ცაგერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1951 წელს; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული ორწლიანი კურსები, ინგლისურ ენის სპეციალობით 1967 წელს. 1953 წლიდან მუშაობდა კარლ მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში (შემდგომში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა): 1953-1967წწ: ანბანური კატალოგების განყოფილება, ბიბლიოთეკარი; მხარეთმცოდნეობის განყოფილება, უფროსი ბიბლიოთეკარი, მხარეთმცოდნეობის კაბინეტი გამგის თანაშემწის მოვალეობის შესრულებელი; 1967-1999წწ. მხარეთმცოდნეობის განყოფილება (შემდგომში ქართველოლოგიის განყოფილება), გამგე; 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენით, მედლებითა და სიგელებით. მრავალი ბიბლიოგრაფიული ცნობარის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი. წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

