The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან რამიშვილი

ლევან რამიშვილი
დაბადების თარიღი:1929  (97 წლის)
კატეგორია:ვეტერინარი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 1954 წელს.

1954-1959წწ. მუშაობდა დაბა დუშეთში ვეტერინარად; 1959-1965წწ. სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ზოოტექნიკური სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში; 1965 წლიდან გარკვეული პერიოდი ინსტიტუტთან არსებული ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების დამამზადებელი ლაბორატორიის უფროსი, ხოლო შემდგომ ბიოლოგიური პრეპარატების დამამზადებელი გაერთიანებული საამქროს უფროსი. სოფლის მეურნეობის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ. 166


გააზიარე: