The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი

ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი
სხვა სახელი:ტასო მაჩაბელი
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 1917  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფცა, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი.

ქართული კულტურის დიდი მოამაგე ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი მონაწილეობდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, სახალხო სახლში, დრამატულ საზოგადოებებში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. ხელს უწყობდა ქართული თეატრის განვითარებას. იგი სრულიად უსასყიდლოდ აკეთებდა კეთილ საქმეებს, ეწეოდა ქველმოქმედებას. მეუღლის, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების შემდეგ, გამოსაცემად მოამზადა ივანე მაჩაბელის ნაშრომები და შექსპირის ქათული თარგმანები. 1916-1919 წლებში ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1917 წელს აბასთუმანში. იმ დროინდელი პრესა წერდა: "ან. მაჩაბლის გარდაცვალების გამო ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის საბჭომ თავის სხდომაზე 4 აგვისტოს 1917 წ. განიხილა აწ განსვენებულ ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის დიდი ღვაწლი ქართულ თეატრისადმი და მისი დაუღალავი ზრუნვა ქართველ მსახიობის ნივთიერ და სულიერ გაუმჯობესებისათვის და დაადგინა: პირველ პენსიას, რომელსაც მსახიობთა კავშირი დაუნიშნავს რომელიმე მსახიობს, დაერქვას ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის სახელობის პენსია, ხოლო გვირგვინის ნაცვლად 25 მანეთი გადაეცეს ქართულ გიმნაზიასთან არსებულ უფასო სასადილოს გამგეობას". თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის და, ივანე მაჩაბელის მეუღლე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, თავმჯდომარე (1916-)

გააზიარე: