| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შურა ჩახავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1927 წელს ალ. ჩაჩავამ მუშაობა დაიწყო დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლში ლოტბარ კ. პაჭკორიას ხელმძღვანელობით. ცოტა ხანში გადავიდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში სოლისტ მოცეკვავედ, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტად. იგი წარმატებით გამოდიოდა ქართულ ბალეტებსა და ოპერებში ("მალთაყვა", "ქეთო და კოტე" და სხვა). სამამულო ომის პერიოდში მუშაობდა ა/კ სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე. ომის დამთავრების შემდეგ სოლისტად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ჯარში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლ. კანდელაკი და კომპოზიტორი დავით თორაძე. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში მუშაობა მისი ჩამოყალიბების პირველსავე დღიდან დაიწყო და მრავალი წლის მანძილზე შეჰქონდა თავისი წვლილი ანსამბლის წარმატებაში. მისი ამპლუა მთიულური ცეკვები იყო. ამ ცეკვებით გამოდიოდა ამიერკავკასიისა და საქართველოს ცეკვის კონკურსებზე და წარმატებებსაც აღწევდა. იგი დაჯილდოებულია მედლებითა და რუმინეთის "ოქროს ვარსკვლავის ორდენით". სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ალ. ჩახავა საქართველოს მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ საზოგადოებაში მუშაობდა. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.276-277 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

