| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჩიბიროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან არსებულ ბავშვთა სტუდიაში ქორეოგრაფ გრ. გაბარაევის ხელმძღვანელობით. შემდეგ კი სწავლობდა ვ. ჯატიევთან. ჩიბიროვის შემოქმედებითი ბიოგრაფია დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან, სადაც ის 1947 წელს მივიდა მოცეკვავედ. იგი წარმატებით ასრულებდა სოლო ცეკვებს "ჯირითში", "მეგობრობაში", "აზერბაიჯანულ სახუმაროში", "განდაგანაში" და სხვა. დადგა ცეკვები: "სიმდი", "მიპატიჟება", " უჩხესტი", "მოლდარი" და სხვა. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.278 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

