| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ჯოლბორდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროტექნიკის სპეციალობით. 1970 წლამდე მუშაობდა გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოგონება და რაციონალური წინადადება. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში მივლინებებში ყოფნისას, ხშირად ხელმძღვანელობდა ელექტრო-სამონტაჟო და საექსპლუატაციო ჯგუფების მუშაობას. დიდი წვლილი მიუძღვის ქ. გორისა და რაიონის ელექტროქსელების სისტემების წარმატებულ მუშაობაში. ამ სფეროში მუშაობდა მრავალი წელი. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, პრემია-სიგელები თუ დიპლომები. იდგა გორის ტექნიკური ინტელიგენციის რიგებში. შეყვანილია ენერგეტიკის საპატიო წიგნში. მისი ტექნიკური გამოგონების ელემენტებს დღესაც წარმატებით იყენებენ შესაბამისი ელექტრომუშაკები. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ.,2021.-გვ.43-45
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

