| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიოშა აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფხვენისი, გორის რაიონი. 1937 წლიდან სწავლობდა ქ. სარატოვის საკრედიტო-ეკონომიკურ ინსტიტუტში; 1939 წლის ნოემბერში, II კურსიდან გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში; 1945 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული სასწავლებელი; ქ. მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის სამშენებლო ინსტიტუტშის დაუსწრებელი განყოფილება 1966 წელს. მონაწილეობა მიიღო ფინეთის ომში, ხოლო 1941 წლის ივლისიდან იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე, 145-ე მსროლელი დივიზიის 403-ე პოლკის შემადგენლობაში, ოცმეთაურის თანაშემწის თანამდებობაზე. სმოლენსკთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე ჭრილობის გამო, 1942 წელს დემობილიზებულ იქნა წითელი არმიის რიგებიდან, როგორც დიდი სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი. რამდენიმე თვე იმუშავა ქ. სარატოვის 42-ე საშუალო სკოლში სამხედრო სწავლების ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. ცხინვალის აღმასკომში ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ. 1945 წლიდან მუშაობდა ყოფილი ლენინგორის რაიონის პროკურორის თანაშემწედ და ცხინვალისა და ზნაურის რაიონების სახალხო მოსამართლედ. 1948 წლიდან მუშაობდა ქ. გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის მშენებლობაზე იურისტკონსულტანტად და კადრების განყოფილების გამგედ, ხოლო შემდეგ დამხმარე სამრეწველო საწარმოთა უფროსად. სამშენებლო სამმართველოს ტრესტად გადაკეთების შემდეგ დანიშნეს ტრესტის ავტოსატრანსპორტო კანტორის უფროსად, ხოლო 1959 წლიდან - N9 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ. წყალდიდობით მიყენებული დიდი ნგრევისა და ზარალის ლიკვიდაციისთვის, ქ. ბორჯომში შეიქმნა მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტი და იგი მმართველად დანიშნეს. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი წყალდიდობებისაგან დანგრეული აღდგენითი სამუშაოები. 1969 წელს გადაიყვანეს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მმართველად. ტრესტი მშენებლობებს აწარმოებდა კასპის, ლენინგორის, ცხინვალის, ჯავის, ზნაურის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ბოგდანოვკის რაიონების სოფლებსა და ქალაქებში. 1969-1983წწ. ამ ტრესტმა ააშენა მრავალი სახალხო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი. 1975 წლიდან 10 წლის განმავლობაში ვოლოგდის ოლქში საშეფო მუშაობას ახორციელებდა N3 ტრესტის მუდმივმოქმდი სამშენებლო მატარებელი. ალექსი აბულაძის დამსახურებით N3 სამშენებლო ტრესტი სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ითვლებოდა ერთ-ერთ მძლავრ და მოწინავე ტრესტად, მრავალჯერ იყო გამარჯვებული და დაჯილდოებული საკავშირო გარდამავალი წითელი დროშებით და იყო აღნიშნული სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის საპატიო დაფაზე. 1954-1983წწ. იგი არჩეული იყო საქ. კ.პ. გორის ქალაქის და რაიონის საბჭოების დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის 13 საბრძოლო და შრომითი მიღწევის მედალი. 1983 წელს პენსიაზე გავიდა, მაგრამ შრომა არ შეუწყვეტია, რამდენიმე წელი მუშაობდა საავტომობილო ტრანსპორტის შიდა ქართლის რეგიონალურ სამმართველოში ერთ-ერთი სამსახურის უფროსად. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა) : წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას / ვახტანგ ჭანკოტაძე.-თბ.,2007.-გვ.13-16 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

