The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ხალვაში

იაკობ ხალვაში
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1985  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გონიო, ხელვაჩაურის რაიონი.

სწავლობდა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის ფაკულტეტზე.

სწავლის პარალელურად ინსტიტუტის სტუდენტურ ანსამბლში ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ქართულ ხალხურ ცეკვებს. 1953 წელს მიიღეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად. 1957 წლამდე ირიცხებოდა ანსამბლის წევრად და ასრულებდა წამყვან პარტიებს. იმავე 1957 წელს აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობად. მონაწილეა 1958 წელს მოსკოვში საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამართული ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ბრწყინვალე გამოსვლისა. სხვადასხვა დროს წარმატებით გამოდიოდა მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ თუ საკავშირო დათვალიერებებზე. დაჯილდოებულია აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საპატიო სიგელით (1960, 1961), ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში "განდაგანას" შესრულებისთვის მიღებული აქვს ლაურეატის წოდება (1964).

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ. 286-287

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1957 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: