The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ რამიშვილი

მიხეილ რამიშვილი
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1977  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მომღერალი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი (სურები), ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა კურსკის კონსერვატორია ვოკალის მიმართულებით (პროფესორ ტანეევის კლასი) 1932 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიოტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

პოლიტიკურ ნიადაგზე 1922 წელს დაიჭირეს ჯერ მოსკოვში, ბუტირსკის ციხეში იხდიდა სასჯელს, ხოლო შემდეგ იმყოფებოდა თავისუფალ გადასახლებაში ქ. კურსკში. 1932 წელს დაბრუნდა თბილისში, დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობდა სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებაში თბილისსა და დუშეთში; 1950-1964წწ. იყო ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე, სარევიზიო ჯგუფის წევრი. მომღერალ ოთარ რამიშვილის მამა.

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.204


გააზიარე: