The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე ჯვებენავა

Date of birth:10 July, 1976  (49 years)
Category:Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1998 წელს.

1998 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის ასპირანტურაში; სტუდენტობიდან მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში; 1993–1998წწ.  თანამშრომლობდა გაზეთებში "ივერია-ექსპრესი", "რეზონანსი", "საქართველოს რესპუბლიკა" და საქართველოს რადიოს გადაცემებში: "ლილე" და "დიალოგი თემაზე"; 1998-2001წწ. თანამშრომლობდა "დილის გაზეთის" საზოგადოების განყოფილებასთან; საგაზეთო პუბლიკაციებს აქვეყნებს მისურის შტატის ქალაქ კოლუმბიის უნივერსიტეტის გაზეთში; მისი ერთ-ერთი საგაზეთო პუბლიკაცია შესულია პუბლიცისტურ კრებულში "ნაფეხურები"; 2001 წლიდან არის თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2002-2004წწ. იყო გაზეთ "მთავარი გაზეთის" საზოგადოების განყოფილების კორესპონდენტი; 2003 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ლაიანს კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი. არის 5 სამეცნიერო შრომის ავტორი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.187

Bibliography


Share: