The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ხოფერია

ზურაბ ხოფერია
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1929  (96 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გვიმბალაური, ლანჩხუთის რაიონი.

ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას ეზიარა მ. რაქვიაშვილისა და მ. ქსოვრელის ხელმძღვანელობით.1951-1953წწ. ცეკვავდა საქართველოს ხალხური ცეკვის დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის ხელმძღვანელობით; 1953-1975წწ. იგი ნაყოფიერ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში. გამოირჩეოდა მისი ცეკვები "სიმდი" (სოლო ცერებზე), "სვანური" (სოლო ცერებზე), "მარულა" და ქორეოგრაფიული კომპოზიცია "მოხევის ქალო თინაო". 1953 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე რუმინეთში. დაჯილდოებულია ბევრი სიგელითა და მედლით.

  წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.289

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: