| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ამბროლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი. გატაცებული იყო ტანვარჯიშით და მალე მოხვდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. მონაწილოებდა მეორე მსოფლიო ომში, მიენიჭა ოფიცრის წოდება. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის, ქუთაისის, გორის სამხედრო ნაწილებში და კომისარიატში. ახალგაზრდა თაობას, მათ შორის წვევანდელებს უზიარებდა თავის მდიდარ გამოცდილებას სპორტისა და სამხედრო ხელოვნების სფეროში. 1964 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. გორის N6 საშუალო სკოლაში ჯერ ფიზკულტურის, ხოლო შემდეგ დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებლად. მისი აღზრდილები მონაწილეობდნენ როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო შეჯიბრებებში (მოსკოვში, ფსკოვში), სადაც I და II ადგილებს იღებდნენ. 1971 წელს მიიღო სიგელი საკავშირო ჩვენებაზე სამხედრო-პატრიოტული პროგრამის შესრულებისთვის. 1986 წლიდან მუშაობა დაიწყო ტინისხიდის საშუალო სკოლაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებლად. 1987-1988წწ. მის მიერ მომზადებულმა ნაკრებმა რაიონულ პირველობაზე I ადგილი აიღო, ხოლო რესპუბლიკურზე თბილისში და ბათუმში II ადგილი. ტინისხიდის სკოლაში მისი ხელმძღვანელობით იყო აღჭურვილი სამხედრო მომზადების კაბინეტი, მისი სახსრებით გაკეთებული 25 მეტრიანი ტირი, მისი ხელით იყო გაკეთებული სტენდები და სხვა. დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.19-21
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

