| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილი ბაზანდარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1948 წელს. ქ. გორში და გორის რაიონში მრავალი შენობა-ნაგებობა, გზა თუ გვირაბი, არხი თუ საცხოვრებელი კორპუსი დაკავშირებულია მშენებელ-ინჟინერ ავთანდილ ბაზანდარაშვილის სახელთან (კინოთეატრი "გამარჯვება", ახალი ხიდი მდ. მტკვარზე, კულტურის სასახლე, ხიდი ქ. მოსკოვის მდ. იაუზაზე და მრავალი სხვა). პირველი სამუშაო ნათლობა მან მიიღო ბელორუსიაში ერთ-ერთი ხიდის მშენებლობაზე, სადაც იგი, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი გააგზავნეს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მუშაობდა მოსკოვში, უკრაინაში და სხვ. 1950 წელს დაბრუნდა თავის მშობლიურ ქ. გორში და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქალაქის აღმშენებლობის საქმეს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ტექნიკური განყოფილების ინჟინრად (მოსკოვი, "მოსტოპოეზდ"), მთავარ ინჟინრად (გორის ადგ. მრეწველობის კომბინატი), ტექზედამხედველად, N3 სამშენებლო ტრესტის (ქ. გორი) კომბინატის დირექტორად, N9 ტრესტის მმართველად და ა.შ. 1959 წელს გაიარა "უმაღლესი საინჟინრო კურსები" (ქ. მოსკოვი) და დაეუფლა მშენებლობაზე გამოსაყენებელ უახლეს ტექნიკას და ახალი სამშენებლო მასალებით სარგებლობის მოწინავე ტექნოლოგიებს და მეთოდებს. პროფესიონალურ საქმიანობას უთავსებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. 1955-1956წწ. მუშაობდა ქ. გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯგუფის უფროსად, პარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად და ა. შ. 1972 წელს არჩეულ იქნა საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს რამდენიმე მედალი, საპატიო სიგელი, ფულადი პრემიები, მადლობები და ა.შ. ჰქონდა მიღებული მთავრობის ჯილდოები. რემდენიმე წლის განმავლობაში იყო პარტიულ სამუშაოზეც. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.21-24
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

