| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ქარელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით ავტომატიკა და ტელემექანიკა, კვალიფიკაცია - ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი. იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 22 წლის ასაკში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია სპორტულ ასპარეზზე. არაერთხელ დაუცავს საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები გუნდების ღირსება სხვადასხვა დონის შეჯიბრებებზე. მინიჭებული ჰქონდა სპორტის ოსტატის წოდება. 1964 წლიდან მუშაობდა გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში; შემდეგ იყო N3 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებელი; N2 სამშენებლო სამმართველოში ელექტრომექანიკოსი. მალე გადაიყვანეს N9 სამშენებლო ტრესტის მთავარ ელექტრომექანიკოსად, შემდეგ მცირე მექანიზაციის უბნის უფროსად. 1991 წლიდან იყო ფირმა "საქსპეცმონტაჟავტომატიკის" მთავარი ინჟინერი. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.24-26
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

