The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ლობჟანიძე

ვლადიმერ ლობჟანიძე
სხვა სახელი:ზაზა ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1965
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1991  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის N11 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1983 წელს.

1983-1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. დაჯილდოებული იყო სამკერდე ნიშნით. სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქარხანა "ზარიაში" ხარატის სპეციალობით, 1986 წელს თბილისის სატელევიზიო ქარხანა "ეკრანში". აქ გამოვლინდა მისი მიდრეკილება სპორტისადმი, განსაკუთრებით კი ჭიდაობა ძიუდოში. შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში. 1986 წელს დაინიშნა სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებების დაცვის მეთაურად. 1987 წელს ჩაირიცხა სსრკ შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის მსმენელად. 1990 წელს მილიციის უმაღლესი სკოლის პირადი შემადგენლობა მიავლინეს ქ. ცხინვალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მათ შორის იყო მე-4 კურსის სტუდენტი ვლადიმერ ლობჟანიძე. 1991 წლის 12 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა თავის არეში. ხუთი დღის შემდეგ კი გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ 1997 წლის 1 დეკემბერს შსს აკადემიის ხელმძღვანელთა შუამდგომლობით მიენიჭა პოლიციის ლეიტენანტის წოდება. ვლადიმერ ლობჟანიძის სახელი ამოტვიფრულია შსს აკადემიის ტერიტორიაზე აღმართულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.257-258


გააზიარე: