| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ხურციძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თხინვალი, ოზურგეთის რაიონი. ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას ეზიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში; იგი, ჯერ ქალაქ რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "სალხინოში" მიიღეს მოცეკვავედ; 1970 წლიდან კი, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობია; 30 წლის განმავლობაში ანსაბლის წამყვან სოლისტ მოცეკვავედ ირიცხებოდა. 3500-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა, 1995 წლიდან ასწავლის ქართულ ხალხურ ცეკვებს ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურთან არსებულ ი. სუხიშვილის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში; 2003 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საატესტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის წოდება. 2012 წლიდან არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად ხელოვნების დარგში. არის ახალგაზრდობის საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი; 2016 წლის 17 აპრილს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თატრის წინ "სუხიშვილების" ყოფილ სოლისტ ომარ ხურციძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.292; ინტერპრესნიუსი: საინფორმაციო პორტალი: ქორეოგრაფ ომარ ხურციძეს ოზურგეთის თატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

