| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბასიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ქ. გორის რკინიგზის საშუალო სკოლა. ხელოვნებაზე შეყვარებულმა მიაკითხა ცეკვის შემსწავლელთა წრეს და ასევე მოზრდილთა სიმღერების ანსამბლს (ხელმძღვანელი ვახტანგ წერეთელი), მოგვიანებით კულტურის სახლში დაიწყო მუშაობა. იმ ხანად გორში საგასტროლოდ ჩამოსულმა ილუზიონისტმა დემელ ბეგმა იგი მოწაფედ აიყვანა და ორი წლის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად მუშაობდა სცენაზე. 1948 წლიდან იწყება მისი, როგორც ხელოვანის, შემოქმედებითი გზა. თითქმის ორი წელი მუშაობდა თბილისის ცირკში და ფილარმონიაში, მერე კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ გორს და მუშაობა განაგრძო დრამატულ წრეში ერვანდ არაქელოვის ხელმძღვანელობით. სცენაზე გაატარა თავისი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი. თამაშობდა ფეხბურთს, ძალებს სცდიდა კრივში, მეგობრობდა გორის "დილას" ფეხბურთელებთან, გულშემატკივრობდა მათ სხვადასხვა ქალაქებში, ხშირად მონაწილეობდა თეატრალურ კოლექტივებს შორის ამხანაგურ შეხვედრებში, იყო მონადირეთა კავშირის წევრი. საკუთარი ხელებით გააშენა ბაღი სოფელ უფლისციხესთან. მისი პირველი თეატრალური აღიარება 1950 წელს მოხდა, როდესაც ცნობილმა რეჟისორმა ვ. ყუშიტაშვილმა მიიწვია გლურჯიძის როლზე პიესაში "სიჭაბუკე ბელადისა". 1950 წლიდან ორასზე მეტი როლი განასახიერა, როგორც თეატრის სცენაზე, ისე კინოფილმებში (სტალინი, "შუქი მიწიდან"; გაბრო, "გლახის ნაამბობი"; კრეონი, "ანტიგონე"; კრიუგი, "თეთრი სენი"; ნილი, "მდაბიონი"; ერეკლე და ანანია, "ღალატი"; ვალი "არშინმალალან"; ტიგრან გულოიანი, "თეთრი ბაირაღები"; გიორგი, კ/ფ "სტუმარი" და სხვა). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, სსრკ კულტურის სამინისტროსა და თეატრალური საზოგადოების სიგელი, შრომის ვეტერანის სამკერდე ნიშანი, სოცშეჯიბრში გამარჯვებულის სამკერდე ნიშანი. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-27-31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

