The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯიბლაძე

გიორგი ჯიბლაძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1934  (92 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადებისა ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ხალხური ცეკვების ხელოვნებას დაეუფლა თბილისის საწარმოო კოოპერაციის სახლთან არსებულ  ქორეოგრაფიულ ანსამბლში მ. შუბაშიკელის ხელმძღვანელობით. 1953-1973 წლებში მოცეკვავე-მსახიობად მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში, სადაც ნამდვილ პროფესიულ სრულყოფას მიაღწია. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი საშემსრულებლო მანერით. დაჯილდოებულია საქართველოს მთავრობის სიგელებითა და მედლებით. გ. ჯიბლაძე საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე იყო. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიები საქართველოს ბევრ რაიონში, ჩატარდა ბევრი ინდივიდუალურ შემსრულებელთა ზონალური თუ რესპუბლიკური კონკურსები.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ. 295

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: