The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო ჯავახიშვილი

ლადო ჯავახიშვილი
Date of birth:9 January, 1993  (33 years)
Category:Public official, Lawyer, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სამართლის მაგისტრის (LL.M.) ხარისხი მოპოვებული აქვს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2025); ასევე ფლობს სამართლის ბაკალავრის (2014) და მაგისტრის (2016) ხარისხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2019).

2013-2021წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს; 2014-2017წწ. იყო არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამების მენეჯერი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრში", ხოლო 2017-2018წწ. ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს; 2018-2020წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი", ხოლო 2020-2021წწ. სსიპ "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" დირექტორის მოადგილე; ამ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, აღდგენითი მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების, ბავშვის უფლებების, სასჯელაღსრულებისა და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე რეფორმებში; ხელმძღვანელობდა არაერთ სამუშაო ჯგუფსა და უწყებათაშორის საბჭოს; იყო მოწვეული ტრენერი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში და ხელმძღვანელობდა დანაშაულის პრევენციის პრაქტიკულ კლინიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2021 წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორც იურისტი, კონსულტანტი და თემატური ექსპერტი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში, კონფერენციაში, პროექტსა და თანამშრომლობის ფორმატში, მათ შორის პოლიტიკის ანალიზის, სწავლების, აკადემიური, კვლევითი და საერთაშორისო განვითარების სფეროებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში. არის, ფულბრაიტის და სხვა საერთაშორისო პროგრამების სტიპენდიანტი, არაერთი სტატიის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი იურიდიული და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მიმართულებით; 2022 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. ადვოკატი, საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების სფეროს ექსპერტი.


Share: