| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასლან ხახუტაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეღვა, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1954 წელს. პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სკოლის მასწავლებლად; გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1958 წელს ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკის კათედრის ასისტენტი გახდა; 1969-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, საიდანაც მიავლინეს რიგის უნივერსიტეტის ალგებრა–გეომეტრიის კათედრაზე (მეცნიერ–ხელმძღვანელი აკადემიკოსი ბორის პლოტკინი); 1972 წელს ქალაქ რიგაში წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. სადისერტაციო თემა – "მემკვიდრეობითი რადიკალები ჯგუფთა ზოგიერთ კლასებში"; 1978 წელს აირჩიეს მათემატიკის კათედრის დოცენტად; 1979 წლიდან 14 წლის განმავლობაში იყო დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის გამგე, ხოლო 1993 წლიდან გარდაცვალებამდე კვლავ მათემატიკის კათედრაზე მუშაობდა დოცენტად; მისი კვლევების სფეროა–ჯგუფთა თეორია; ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 20–ზე მეტი სამეცნიერო შრომა - ჯგუფთა თეორის მნიშვნელოვანი ქვედარგის რადიკალთა თეორიის საკითხებზე; იკვლევდა რადიკალთა თეორიებს ჯგუფებსა და ყველა ჯგუფთა კლასის ზოგიერთ სპეციალურ ქვეკლასებში; მან შეისწავლა და მოახდინა მკაცრი რადიკალების კლასიფიკაცია ყველა ნილპოტენტურ ჯგუფთა და K საფეხურიან ყველა ნილპოტენტურ ჯგუფთა კლასებში; ასევე მოახდინა მემკვიდრეობითი რადიკალების კლასიფიკაცია ყველა სასრულო ჯგუფთა X-კლასში; დაამტკიცა, რომ X-კლასში ყველა მემკვიდრეობითი რადიკალების სისტემა ქმნის ნახევარჯგუფს, რომლის სიმძლავრე კონტინუუმია; უმთავრესი ამოცანა, რომელიც გადაწყვიტა ყველა რადიკალის კლასიფიკაციის გზით, იმაში მდგომარეობს, რომ შეისწავლა ამ ნახევარჯგუფის აგებულება; ამ მიზნით მის მიერ შემოღებული იქნა სასრულ ჯგუფთა მცირე და მარტივი რადიკალური კლასებისა და ნილრადიკალის ცნებები; დამტკიცებულია, რომ ყველა სასრულო P ჯგუფთა Rp -კლასი წარმოადგენს ნილრადიკალს და ყველა ეს Rp -კლასები არიან იდემპოტენტები; დამტკიცებულია აგრეთვე, რომ თუ რადიკალთა სისტემა შედგება ყველა მარტივი და ყველა ნილრადიკალისაგან, გარდა Rp ტიპის რადიკალებისა, მაშინ ნახევარჯგუფი წარმოქმნილი სისტემისაგან არის თავისუფალი; დამტკიცებულია აგრეთვე, რომ თავისუფალია ყოველი რადიკალი, რომელიც არ წარმოადგენს იდემპოტენტს, ე.ი. თუ ყველა მისი ხარისხი სხვადასხვაა; გარდა ამისა, მის მიერ აღწერილია რადიკალები სავსებით დაყვანად და ზენილპოტენტურ წნულებში; კერძოდ, მან შეისწავლა რადიკალთა თვალსაზრისით ჯგუფების ექვივალენტობა და რადიკალურად მარტივი ჯგუფები ყველა ჯგუფთა კლასზე განმარტებულ ოპერატორთა მეშვეობით მიღებული შედეგებით დაინტერესდნენ უცხოეთში; თანამშრომლობდა მიჩიგანის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "მათემატიკალ რევიუსთან" (ბატონმა ა. ხახუტაშვილმა წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მიჩიგანიდან "გთხოვთ გახდეთ ჩვენი ჟურნალის "მათემატიკალ რევიუს" მიმომხილველი. ალბათ იცით, რომ ეს ორგანო ძირითად აქვეყნებს მსოფლიო მათემატიკურ გამოკვლევათა ამსახველ თემებს. ჩვენი ჟურნალის მიზანია მიიზიდოს სხვადასხვა დარგის ისეთი სპეციალისტები, რომლებმაც ალღო აუღეს მათემატიკური ლიტერატურის ზრდას და გააუმჯობესეს თვით კვლევის ხარისხი. ვფიქრობთ, ის კვალიფიკაცია, რაზეც თქვენი პუბლიკაციები მეტყველებს, ზუსტად შეესაბამება ჟურნალის საჭიროებას, მოხარული ვიქნებით, თუ ვითანამშრომლებთ"); ასევე თანამშრომლობდა ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "დზინტარე" – სთან. მისი მოხსენება დაიბეჭდა მათემატიკოსთა მსოფლიო მესამე კონგრესის მსვლელობისას, რომელიც ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიმართა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის მათემატიკის დეპარტამენტის დოცენტი. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

