| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მარჩილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდგომ, "შავნაბადას" ბატალიონის წევრი გახდა და აფხაზეთში წავიდა სამშობლოს დასაცავად; 1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა; დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა; ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა; გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს; დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება; ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია; შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა; ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა; მ. მარჩილაშვილი ფრონტის წინახაზზე, სოფელ ანუარხუსთან (ოჩმჩირის მუნიციპალიტეტი) დაიღუპა. 2018 სოფელ ვაჩნაძიანში ერთერთ ქუჩას მიხეილ მარჩილაშვილის სახელი ეწოდა; 2022 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში. ყუმბარმტყორცნელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

