| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან ეფრემიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, პარალელურად სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში. ჯერ კიდევ 19-20 წლის ასაკში მონაწილეობდა ფინეთ-სსრკ ომში, ხოლო შემდეგ მეორე მსოფლიო ომში ებრძოდა გერმანელ ფაშისტებს და საბრძოლო გზა ბერლინში დაასრულა. ეუფლებოდა უცხო ენებს. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას უნივერსიტეტში, და სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს უახლესი ისტორიის სფეროდან. წლების განმავლობაში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. მიღებული ჰქონდა ბევრი სამთავრობო ჯილდო, სიგელი თუ პრემია, საბრძოლო ორდენები. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.15-17
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

