| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პანტელი ზედგინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ასპინძის რაიონის სოფელი ზველი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულეტი. გეოგრაფიის პედაგოგად დაიწყო მუშაობა ჯერ მშობლიურ სოფლის საშუალო სკოლაში, შემდეგ კი ქ. გორის მე-10 საშუალო სკოლაში. რამდენჯერმე იყო პედაგოგთა რესპუბლიკური ყრილობის დელეგატი. აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო პარტიული პლენუმებისა თუ კონფერენციების მუშაობაში. წარმატებული პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მადლობები, სიგელები და სხვადასხვა ჯილდო თუ პრემია. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე.-თბ.,2020.-გვ.17-20
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

