The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბიძინაშვილი

ალექსანდრე ბიძინაშვილი
დაბადების თარიღი:1914  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1939 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების პირველსავე წელს დაინიშნა გორის რაიონის სოფელ ტირძნისის საექიმო უბნის გამგე-ექიმად, რამდენიმე თვეში კი გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქ. ბაქოში, სადაც ექიმად მსახურობდა. 1941 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის მთელ პერიოდში, იგი მოქმედ არმიაში იმყოფებოდა, ჩრდილო კავკასიის ფრონტზე და უკრაინის ფრონტებზე, შემდგომ კი იბრძოდა პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და ბუდაპეშტის ფრონტებზე. 1945 წლის იანვარში მძიმედ დაიჭრა ბუდაპეშტისათვის ბრძოლაში. 1945 წლის აგვისტოში განთავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან, როგორც სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, სამედიცინო სამსახურის მაიორის წოდებით. 1945 წლის სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო ქ. გურჯაანში, რაიონის საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ხოლო 1947 წლიდან გადმოყვანილ იქნა გორში და დანიშნეს გორის რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ, სადაც იგი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი ძალისხმევით გაფართოვდა და კეთილმოეწყო გორისა და გორის რაიონში ჯანმრთელობის დაცვის ქსელი, აშენდა გორის რაიონული საავადმყოფო, ბავშვთა რაიონული საავადმყოფო, შინდისის საავადმყოფო და საექიმო ამბულატორიები გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებში, გაფართოვდა სააფთიაქო სამსახური. მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მრავალი საბრძოლო მედალი, მთავარსარდლის რამდენიმე მადლობა, საპატიო სიგელები და სამკერდე ნიშნები. 1964 წელს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტმა სახალხო ჯანმრთელობის დაცვის საქმეში ნაყოფიერი მუშაობისა და დამსახურებისათვის მას მიანიჭა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორის პირველი კატეგორიის წოდება. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.35-40

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
    სახალხო ჯანმრთელობის დაცვის საქმეში ნაყოფიერი მუშაობისა და დამსახურებისთვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: